ნებისმიერი სახლის მტვერი ალერგენების მთელი ნაკრებია. ესენია: ბიბლიოთეკის (წიგნის) მტვერი, ტკიპების (საპროფიტების) გამონაყოფი, ცხოველთა ბეწვი, ადამიანის ეპიდერმისი, მატყლის ბოჭკოები, მწერების (ტარაკანების) ნაწილაკები და ა. შ. ეს ყოველივე ზრდის ალერგიისა და ბრონქული ასთმის წარმოშობისა და გამწვავების რისკს. აღსანიშნავია, რომ საყოფაცხოვრებო ალერგენებიდან ყველაზე საშიშია ტკიპა (საპროფიტი) და მისი ცხოველმოქმედების პროდუქტები.
1964 წელს მეცნიერთა ჯგუფმა სახლის მტვერიდან გამოყო ტკიპები (საპროფიტები), რომლებიც განეკუთვნება სახეობას – Dermatophagoides pteronyssinus (ოჯახი – Pyroglyphidae, კლასი – Arachnopodea). ამ ტკიპებიდან მიღებულმა ალერგენმა გამოიწვია კანის დამახასიათებელი რეაქცია სახლის მტვრის ალერგიით დაავადებულებში. ამრიგად, სახლის მტვერსა და მტვრის ალერგიებს შორის კავშირის შესახებ წარმოდგენა გაფართოვდა, გამოითქვა ვარაუდი, რომ გარკვეული სახის მიკროტკიპების ალერგენებს უკავია მთავარი ადგილი, რაც სავსებით დადასტურდა.
 ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბრონქული ასთმით დაავადებულთა 80%-ს აქვს გაძლიერებული მგრძნობელობა ტკიპების (საპროფიტების) - ასთმის განვითარებისა და ალერგიის გამწვავების მნიშვნელოვანი ფაქტორის მიმართ. სწორედ მტვრის ტკიპა (საპროფიტი) შეიძლება გახდეს თავის ტკივილის, კონიუნქტივიტის, განუწყვეტელი სურდოსა და ალერგიის მიზეზი. ადამიანის თვალს ტკიპას (საპროფიტის) დანახვა შეუძლია მხოლოდ მიკროსკოპში მრავალჯერ გადიდებით. ტკიპას (საპროფიტს) ძირითადად პოულობენ ლეიბებში, ხალიჩებში, კავროლინში, სადაც ისინი ნახულობენ საუკეთესო გარემოსა და საკვებს (ადამიანის კანიდან აქერცლილ ნაწილაკებს). 
დადგენილია, რომ ჰაერში ნაწილაკების მომატებული რაოდენობა ზრდის დატვირთვას სასუნთქ გზებზე, თანაც ეს ნაწილაკები შეიძლება იყოს ალერგიის გადამტანი. ამიტომ უდა ვეცადოთ, ჰაერში რაც შეიძლება ნაკლები ნაწილაკი იყოს, ესე იგი უნდა ჩავატაროთ ნაწილაკების მოშორების სამუშაოები - ხშირი დალაგება/ღრმა წმენდა და ქიმწმენდა. 

ლეიბის რეგულარული ღრმა წმენდა ტკიპების (საპროფიტების) გამონაყოფის მოშორებისა და ალერგიული რეაქციების შემცირების საშუალებას იძლევა.
Web Counters
Hit Counter
 გიორგი ჭუმბურიძე "სუფთა გარემო" ©2011
web site analyser